მამუკა მდინარაძე: ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ

ხაზარაძის გეგმა ჩავარდა – მას უნდოდა, რომ თავისი პოლიტსაბჭოს წევრს, ანუ, საბოლოო ჯამში, ნაცებს ემართათ ცესკო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მას დაგროვებული ჰქონდა კომპრომატები, რომელიც აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ტყუილი იყო. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დაგროვებული ე.წ. კომპრომატების წინასწარ გამოდგებით ისარგებლა კარგი გაგებით და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ანუ, სქემა გაიშიფრა, თუ რა უნდოდათ. უნდოდათ მისი დაბულინგება და ამ დაბულინგების შედეგად ის რომ გადადგებოდა, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო და ხალხის არჩევანის გარეშე უნდა მოეპოვებინათ გამარჯვება. მისმა ტელევიზიამ ისიც კი იკადრა, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს. ამ სქემას ასრულება არ უწერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ – იმ ვითომ პრეზიდენტის, რომელიც როგორც რიგითი აქტივისტი, მათთან ერთად, ჩაბმულია ამ ძალიან მდაბიო ბრძოლაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის
შემდეგი სტატიანახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო თიბისიში #გახდითიბისელი