მამუკა მდინარაძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მერტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე

region
ავტ.: region ივლისი 20, 2020 17:14

მამუკა მდინარაძე: ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მერტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოდის ხელისუფლებაზე და ამას არავინ გაურბის, თუმცა პასუხისმგებლობის აღებას აქვს სადღაც ზღვარი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ერთადერთზე – რადიკალური და უფრო მერტიც, კრიმინალური ოპოზიციის მოქმედებებზე“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას, კერძოდ, პარტიულ სუბიექტებს, უფლება აქვთ ლეგიტიმაციის ფარგლებში, მათი კომპეტენციის ფარგლებში, ისაუბრონ რაც უნდათ, თუმცა, ისინი ძალიან ხშირად, 90 %-ის შემთხვევაში მიმართავენ ტყუილს, სიბინძურეს, დაბრალებას, სპეკულაციას, იმგვარ დაბრალებას, რაც არანაირი მორალში არ ჯდება.

„ჩვენ საკადრისს პასუხს კი გავცემთ მათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვეცდებით ვილაპარაკოთ მომავალზე, ვილაპარაკოთ განვითარებაზე, მეტ დინამიკაზე, ხვალინდელ დღეზე, რას ვპირდებით ჩვენს მოხუცებს, ახალგაზრდებს, რას ვაპირებთ განათლების რეფორმის კუთხით, დეოკუპაციის გზაზე, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით და ა.შ. სწორედ, ამისკენ იქნება ჩვენი საარჩევნო კამპანია მიმართული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

region
ავტ.: region ივლისი 20, 2020 17:14

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics