მამუკა მდინარაძე : ბატონი დავითი და ქალბატონი თინა ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ და შემდეგ აირჩიონ პიარ სტრატეგია

“ქართული ოცნების” ახალი სახე მამუკა მდინარაძე დავით უსუფაშვილს პიარ კამპანიას უწუნებს და ამბობს, რომ წერილის გასაჯაროვებით”რესპუბლიკელები” რეიტინგის აწევას ცდილობენ. თუმცა მდინარაძის განცხადებით, ეს წარუმატებელი სვლაა:

“ბატონი დავითი და ქალბატონი თინა, ამ შემთხვევაში როგორც თანაპარტიელები, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე და შემდეგ აირჩიონ პიარ სტრატეგია, რაც მათ პარტიას, მის რეიტინგს აწევს თუ დაწევს, შემდეგ გადაწყვეტს საზოგადოება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მორიგი წარუმატებელი პიარ სვლა,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი მიწერილ წერილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ უგულავასა და ე.წ. კაბელების გაერთიანებულ საქმის განხილვა დაასრულა