მამუკა მდინარაძე – არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ კადრებს ქართულ სასამართლოს, რომ მიუთითოს, რა გადაწყვეტილება გამოიტანოს

ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიულის საქართველოს თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ორი რამ აჩვენა – ის, რომ პარლამენტს ნიკა მელია არ დაუპატიმრებია და ის, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლად მუშაობს.

„რეალურად სიმართლე აღმოჩნდა ორი რამ, ერთი ის, რომ თურმე ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო სპეკულაციები, ბინძური ტყუილი, რაც ახასიათებს„ ნაციონალურ მოძრაობას“ და თურმე სასამართლო ნამდვილად გვაქვს დამოუკიდებელი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, მიუხედავად რამდენიმეწლიანი ანტიპიარისა სასამართლოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ სასამართლომ მელიას გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით მიიღო, მდინარაძე განმარტავს, რომ ეს არგუმენტი რეალობას არ შეესაბამება.

„არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი არ კადრებს ქართულ სასამართლოს, მიუთითოს, რა გადაწყვეტილება გამოიტანოს მან და მოდით, ნურც თქვენ და ნურც „ნაციონალური მოძრაობა“ ნუ კადრებს. აქედან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი არგუმენტი“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია – მიმდინარეობს კონკრეტული გეგმის შემუშავება, რომ ნატო-ს მხრიდან რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მეტი უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)