მამუკა მდინარაძე: არ მგონია, პასუხისმგებლიანი საქციელი იყოს, რომ მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდე აქციით

არ მგონია, პასუხისმგებლიანი საქციელი იყოს, რომ მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდე აქციით, მაგრამ ეს ოპოზიციის ნებაა, ვერავინ აუკრძალავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომლის მთავარი დანიშნულებაა ხაზგასმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„ეს გზა, ეს ნება არის ურყევი, რომ დასავლეთი და განსაკუთრებით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, არის ჩვენი მთავარი მოკავშირე, მათ შორის მთავარი მოკავშირე, დემოკრატიის განვითარების საქმეში. მათი ინტერესი და ჩვენი ეროვნული ინტერესი ამ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს ისევე, როგორც დანარჩენ, პრაქტიკულად ყველა საკითხში. ეს ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და ასევე იმედს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 2024 წელს ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, აი, ამ საკითხების დარეგულირებას და ამ დინამიკის დაჩქარებას, ეს ვიზიტი კიდევ უფრო წაადგება“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მდინარაძე უბრალოდ ტყუის
შემდეგი სტატიაზურა ბატიაშვილი:ფაქტიურად დიპლომატიური სკანდალია