5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

მამუკა მდინარაძე ამერიკაში ვიზიტით იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ რომ მამუკა მდინარაძე ამერიკაში ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ მათი განცხადებიდან ხდება ცნობილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა”,– წერს სუსი.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს გახარიას პარტიის წევრმა შარაშიძემ განაცხადა, რომ “ივანიშვილის მამუკა მდინარაძე აშშ-ში ჰყავს გაგზავნილი:
“მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში”,– თქვა შარაშიძემ.
ინფორმაცია მოგვიანებით სუს-მა არ დაადასტურა და თქვა, რომ ის თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიFinancial Times-ის ინფორმაციით, ამერიკის მოთხოვნის შემდეგ, ზელენსკი გაზაფხულზე სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმთან ერთად, არჩევნებსაც ჩაატარებს
შემდეგი სტატიამძიმე ავარია რუსთავის გზაზე – დაღუულია სამი პირი