მამუკა მდინარაძე – ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებები ლოგიკას მოკლებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ლოგიკას მოკლებულია. როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართება.

„ამ საკონსტიტუციო ცვილებების მომზადება ვენეციის კომისიის მიერ იყო რეკომენდირებული. ცვლილებებზე პრაქტიკულად საერთო კონსენსუსი იყო მიღწეული, რადგან ამას პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ეთანხმებოდნენ.

ამ ფონზე, ოპოზიციის განცხადებების პარადოქსულობის ხარისხი ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, რადგან ცვლილებებს თავად ეთანხმებოდნენ, დღეს კი აცხადებენ, რომ პროექტს მხარს არ უჭერენ.

მათი განცხადებები ლოგიკას მოკლებულია. მთავარია, რომ საქართველოს ისეთი კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული იქნება და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დიდი ხანი წარმატებით იმუშავებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ბონუსის სისტემა უქმდება და 2020 წელს, პოლიტიკურ პარტიებს ბლოკებად გაერთიანების საშუალება ერთჯერადად ექნებათ.

banner
წინა სტატიაშიისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: სააკაშვილი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა