მამუკა კუდავა-რუსეთმა საქართველოში ომი ორი მთავარი მიზეზის გამო დაიწყო

რუსეთმა საქართველოში ომი ორი მთავარი მიზეზის გამო დაიწყო ზუსტად 10 წლის წინ, 7 აგვისტოს (თუმცა, ომის დე ფაქტო გამოცხადება გაზაფხულზე მოხდა – იხ. ქვევით):

1. შურისძიება დასავლეთის წინააღმდეგ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის აღიარებას დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა მეორე დღიდანვე შეთანხმებულად უპასუხეს ჯაჭვური რეაქციით და არგუმენტით – “კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა და არ უნდა იქნას განხილული პრეცედენტად”. პუტინმა ამ პოზიციას “ორმაგი სტანდარტი” უწოდა, საჯაროდ დაიმუქრა “დამაშნიე ზაგატოვკებით” და 21 თებერვალს მოსკოვში ქართულ დელეგაციას პირდაპირ უთხრა, რომ “კოსოვოს გამო დაისჯება საქართველო”.

2. ნატო-ს გაფართოების შეჩერება

2008 წლის 2-4 აპრილს ბუქარესტის სამიტზე ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მაპ-ის საკითხი დეკემბერში განიხილება. სავარაუდო დადებითი გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად სამიტის დამთავრებისთანავე დაიწყო “ზაგატოვკების” რეალური და ეტაპობრივი განხორციელება:
8 აპრილი, ლავროვი: “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ დავუშვათ უკრაინის და საქართველოს ნატო-ში მიღება”.
16 აპრილი, პუტნის ოფიციალური ბრძანებულება ავალებს რუსეთის მთავრობას, დაამყაროს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობები; ლეგალურად ცხადდება საოკუპაციო რეჟიმების მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი. ეს გადაწყვეტლება პრაქტიკულად ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავდა.
2011 წლის 21 ნოემერს მედმედევმა საჯაროდ აღიარა, რომ ამ ომის შედეგად მოსკოვმა შეაჩერა ნატო-ს გაფართოების პროცესი – “2008 წლის მოვლენები რომ არა, ახლა ჩრდილოეთ ოსეთთან ნატო-ს საზღვარი იქნებოდა”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დიპლომატი მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი – სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, ის არის პირდაპირ აგრესორი
შემდეგი სტატია„საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული” -ციხელაშვილის პასუხი მედვედევს