მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

დღევანდელ პროცესზე აღნიშნული ბრალდების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჩვენების მიცემისას წაიკითხა ის მუხლები, რაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად აქვთ შერაცხული. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ მუხლების წაკითხვით აყალიბებს მოსაზრებას, თუ რასთან აქვთ ზოგადად საქმე.

აღნიშნული მუხლების წაკითხვა გააპროტესტა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რასაც მის მიმართ ადვოკატის შენიშვნა მოჰყვა.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სხდომაზე პროკურორის მისამართით აღნიშნა, რომ შემდგომ სხდომაზე სამართლებრივ საქმეზე “ლექციებს წაიკითხავს”.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კორძაძეს უთხრა, რომ “ლექციები სახლში წაიკითხოს”.

“წესიერად ილაპარაკე, რას ნიშნავს სახლში წავიკითხო. მე მივმართავ მოსამართლეს”.- უპასუხა კორძაძემ პროკურორს.

“ბატონო მოსამართლე, დაცვის მხარე ვითომ თქვენ გელაპარაკება და ამ დროს მე მიყურებდა”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამასთან, პროკურორს ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.

“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მოსამართლემ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ნუ შეხვალთ ერთმანეთთან პოლემიკაში და ამ ყველაფერს ნუ გადაზრდით ჩხუბში“ – მიმართა მოსამართლემ მხარეებს.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარი თქვას და ისრები 2024 წლისთვის გადაიტანოს, რაც არ გამოვა
შემდეგი სტატიასამინისტრო: მე-9 კლასის ისტორიის ორივე გრიფირებულ სახელმძღვანელოში აღწერილია საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები