მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქართველი ოლიგარქი ყველა შესაძლო გზით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ანგრევს და ამით რუსულ დავალებას ასრულებს

“ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს პირად ინტერესებში ცვლის” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის მიერ ამერიკის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარის თქმის საპასუხოდ წერს.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, ქართველი ოლიგარქი ყველა შესაძლო გზით სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას ანგრევს და ამით რუსულ დავალებას ასრულებს.

“თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ. პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება” – წერს ხაზარაძე.

ივანიშვილისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივაცია ფულია. ის სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცვლის პირად ინტერესებში.

“თუ ფულს დამიბრუნებთ, თქვენი კარნახით ნებისმიერი დანიშნულებით დავხარჯავ, ანუ ყველა დავალებას შეგისრულებთ” – ეს არის სახელმწიფო აზროვნება? – ეს არის ვაჭრობა ქვეყნის საზიანოდ!

ფულთან ერთად ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას და ყველა შესაძლო საშუალებით ანგრევს ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან.

თავის მხრივ, აშშ-ის საელჩოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ხელისუფლებას და მის ე.წ. პრემიერ-მინისტრს არავინ აღიარებს და ცდილობენ ელაპარაკონ მხოლოდ ივანიშვილს, როგორც მმართველ ოლიგარქს, რომელმაც მოიპარა ძალაუფლება.

ეს ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში დასრულდება ძალიან მალე, ამის ყველა ნიშანი სახეზეა!

კრიზისი, რომელშიც შესულია “ოცნება” დასრულდება და აუცილებლად ჩაიყოლებს ოლიგარქს და მის პოლიტიკოს მონებს!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი – ფრიდრიხ მერცის განცხადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ ომის გაგრძელებას იწვევს
შემდეგი სტატიაკაია კალასი – უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება