კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დაპატიმრებას პარტიის ოფისში ელოდება. ის ამ წუთებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
როგორც მან “პირველების“ ჟურნალისტს უთხრა, დაკავებამდე მისი ბოლო გზავნილი შემდეგნარი იქნება: ცეცხლი ოლიგარქიას!
მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.