მამუკა ხაზარაძის მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალასა და რესურსს — ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერად ინიშნება, ამბობს, რომ სწორედ ამ მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალასა და რესურსს.

“არსებობს პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა, საჭირო დროს გადადგა საჭრო ნაბიჯი, მე ეს ნაბიჯი გადავდგი და ვუერთდები მამუკა ხაზარაძის ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას… მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ”, — ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – „ქართული ოცნების” პირობებში ჟურნალისტებს ვერავინ შეზღუდავს
შემდეგი სტატიამე თვითონ წავალ — მოისწრაფიშვილი პრესსპიკერობიდან მის გათავისუფლებაზე