მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დესტრუქცია იყო

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა დესტრუქცია იყო.

„ეს იყო დესტრუქცია, იმიტომ, რომ ოპოზიცია იგებდა ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი, რომ თუ ოპოზიცია მოიგებდა და „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 44 პროცენტს, ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ნახეთ, რამხელა რაღაც მოჰყვა მის ჩამოსვლას – მოხდა პოლარიზაცია, გადანაწილდა შუა ამომრჩეველი, ან არ მოვიდა არჩევნებზე, ჩაიშალა უამრავი ადგილობრივი კოალიციების შექმნის მცდელობა. რა მივიღეთ? – ვართ ჭაობში, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, შეთანხმებული იყო მისი ჩამოსვლა, უკან რაღაც დაიგეგმა, რომელიც მან არ იცოდა, მე ამის არც გარჩევა მინდა, ფაქტი სახეზეა, ქვეყანამ დაკარგა წინსვლის რამდენიმე წელი“, – აცხადებს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას