მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ყალიბდება ახალი სამოქალაქო საზოგადოება რომელიც „დაკვეთას“ გაუკეთებს პოლიტიკოსებს

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში ყალიბდება ახალი სამოქალაქო საზოგადოება რომელიც „დაკვეთას“ გაუკეთებს პოლიტიკოსებს

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საზოგადოებას აქვს მოთხოვნები პოლიტიკურ პარტიებთან და არა პირიქით. მისივე თქმით, სწორედ ეს სამოქალაქო საზოგადოება ამოიღებს ხმას და საქართველო ახალ არჩევნებთან ერთად, გახდება დემოკრატიული სახელმწიფო .

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს უკეთესი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა კი ტყუილზე არ შენდება. „ლელოს“ გვქონდა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოადგენენ მცირე თუ საშუალო ბიზნესს. ბიზნესს, რომელიც გაუქმდა ან გაკოტრდა ამ მთავრობისა და პანდემიის ფონზე.

მოსახლეობას რეალურად ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გამოსავალი არის ჩაკეტვა მაგრამ, ამით არანაირი გაკვეთილი არ მიგვიღია გარდა გარეთ დარჩენილი, უმუშევარი, მშიერი ხალხისა. დაიწყო უკუპროცესი და სწორედ ამიტომ საქართველოში ყალიბდება, ახალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაკვეთას გაუკეთებს პოლიტიკოსებს . ისინი მოვიდნენ ჩვენთან და გაგვაცნეს საკუთარი მოთხოვნები, შეხედულებები. ამასთან ერთად მოგვიწოდეს, რომ ჩვენ ვართ პარტია, სწორედ ამიტომ ვალდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ მათ. ასე ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში. იქ სადაც არსებობს ჩამოყალიბებული, სამოქალაქო საზოგადოება ასევე არსებობს პროგრესი და უკეთესი ხვალინდელი დღე. გარწმუნებთ, პრობლემა, რომელიც უსამართლო მართვის მენეჯმენტის გამო შეიქმნა, გადაიზრდება იმაში, რომ საზოგადოება ამოიღებს ხმას და არა მარტო ახალ არჩევნებს მივიღებთ, არამედ მივიღებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც 30 წელია არ გვქონია.“ – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია: ფონდ ,,ქართუს“ დახმარებით ზუგდიდში შენდება სარაგბო ბაზა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს
შემდეგი სტატიათბილისში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს