მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება – ბერძენიშვილი

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება – აცხადებს ყოფილი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით.

„მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ანგარიშსწორება. ივანიშვილის ხელისუფლება არ იყოფა. მას კოშმარად ახსენდება კოალიციურობის პერიოდი, როცა შებოჭილი იყო.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით ფრთაშესხმული ივანიშვილი ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადმოვიდა არა მარტო მთელი დემოკრატიული სივრცის, არამედ მისგან უკონტროლო სტრუქტურების მიმართაც.

“ვინც ჩემთან არაა, ის ჩემი მტერია”. იესომ თქვა, რელიგიაა, პოლიტიკა კი არა. თანამედროვე პოლიტიკისთვის ეს მდარე პოლიტიკური აკვიატება მდაბიოთა არჩევანია. ეს გააზნაურებული მდაბიოც ცუდად დაამთავრებს“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ლიტვური საცხობის“ მიერ წარმოებულ პურში მომხმარებელმა ჟანგიანი „ვინტი“ იპოვა
შემდეგი სტატიამაინც ავაშენებთ!!! – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე