“მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი, ჩვეულებრივ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს” – კახი კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლას და მისი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კალაძის თქმით, პარტიების არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ის, რომ ჩვენ ქვეყანაში უამრავი პარტია გვაქვს, არის ერთკაციანი, ორკაციანი პარტიებიც, ერთი მხრივ ძალიან კარგია, მეორე მხრივ კი ცუდი, რადგან მათ ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა, პარტიების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამას დავუკავშირებ ჩვენს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მას ექნება მხარდაჭერა, მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხედვებს წარუდგენენ მოსახლეობას. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვა წარსულს, აწმყოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აღვიქვამ კონკურენტად. ეს შეიძლება იყოს ერთკაციანი, ორკაციანი პარტიები. მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორც ხდება ხოლმე. ბევრი გვინახავს ასეთი” – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველეს“ ინგლისურენოვანმა რედაქციამ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცების შესახებ სტატია დააკორექტირა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პასუხი ბრალდებას უნდა გასცე და არა, გია ვოლსკის ედავო, რომ შეგელახა ღირსება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას