მამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ სტეფანწმინდაში მერობის კანდიდატად ვაჟა სეთურიძე წარადგინა .

“ჩვენ გვჭირდება სერიოზული მობილიზება, ეს არის არჩევნები სადაც ქვეყანა უნდა დაადგეს სწორი განვითარების გზას, ქვეყანამ უნდა მიიღოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები რადგან შევძლოთ ევროპული მმართველობა, მმართველობა რომელიც მოგვიტანს ქვეყნის ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობას” – მამუკა ხაზარაძე.

სტეფანწმინდაში მამუკა ხაზარაძემ ასევე მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა – გურამ აქიაშვილი და ზვიად ჩოფიკაშვილი.

“ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს ადგილას, ადგილას სადაც წესით უნდა დუღდეს ტურიზმი, მოწყობილი იყოს ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდებისთვის იყოს ასპარეზი.

თქვენ იცით, რომ ალპინიზმი ერთ-ერთი წამყვანი სფერო იყო საქართველოში, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ აქ, მაგრამ დღეს არაფერია იმისათვის, რომ ეს დარგი ისევ განვითარდეს და არ იყოს მიტოვებული.
სტეფანწმინდაში არ არსებობს სამაშველო სამსახურები, ვერტმფრენიც კი არ არის. არ არსებობს საშუალება, რომ ადამიანებს, ჩვენს ტურისტებს, ადგილობრივებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიწიკლაური: ივანიშვილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხერხებს ქართული ჯარის გამოყენებას
შემდეგი სტატიაNCDC: ვმუშაობთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხანდაზმული ადამიანების წახალისებაზე