მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრს „ლელოს“ საქაერთველოს რეკონსტრუქციის პროგრამა, ქვეყნის განვითარების „მარშალის გეგმა“ გადასცა

საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების დროს, მამუკა ხაზარაძემ, მას შემდეგ რაც ეკონომიკურ კრიზისზე, ჩავარდნილ და გადავადებულ დიდ პროექტებზე, კორუფციაზე, ქვეყნის განვითარების იდეის არარსებობაზე, ორმაგ სტანდარტებსა და სტაგნიციაზე ისაუბრა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გამოსავლის სახით “ლელოს” – ქვეყნის განვითარების „მარშალის გეგმა“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

“მინდა გადმოგცეთ, ბატონო ირაკლი ჩვენი, “ლელოს” მარშალის გეგმა. ის 10 წელზე კი არ არის გათვლილი, გათვლილია ქვეყნის 4 წელიწადში, ძალიან სწრაფად, მდგომარეობიდან გამოყვანაზე.მე გეტყვით გამოსავალს, რომ არ გეგინოთ სულ გაკრიტიკებთ. ამ ქვეყანაში გამოსავალი არის, სასწრაფო წესით საფონდო ბირჟის ამუშავება, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება, სასწრაფო წესით საპენსიო ფონდის ნაწილის შეშვება ამ სისტემაში. 38 მილიარდი ლარი დევს საბანკო დეპოზიტებზე და პრაქტიკულად ძალიან დაბალი ინტერესი ერიცხება. ეს არის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შიდა რესურსი. ეს გამოაცოცხლებს ქართულ ბიზნესს და შესაბამისად ეკონომიკას. ბოლოს, მინდა გადმოგცეთ, ბატონო ირაკლი ჩვენი, „მარშალის გეგმა“. ის 10 წელზე კი არ არის გათვლილი, გათვლილია ქვეყნის 4 წელიწადში, ძალიან სწრაფად მდგომარეობიდან გამოყვანაზე. ამ გეგმას პარლამენტის სპიკერს დავუტოვებ და ის გადმოგცემთ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგლა ბარამიძე: „პარლამენტში შესვლამდე ოპოზიცია კობახიძესთან აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს“
შემდეგი სტატიაბელორუსმა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობა შეაჩერა