მამუკა ხაზარაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მანუჩარ ჩაჩანიძე წარადგინა.

“მოგიწოდებთ ყველას, გამოდით, იაქტიურეთ და მიიღეთ მონაწილეობა საერთო ოპოზიციურ გამარჯვებაში.” – განაცხადა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ

ახალციხეში დღეს მამუკამ ხაზარაძემ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა – ფორსის თემში – მანუჩარ გოგოლაური, ვალეში – კობა ხიზაძე, აწყურის “ლელოს” მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი კი, ნანა მახათაძე.

“დღეს, ჩვენ ახალციხეში შევიკრიბეთ რადგან წარმოგიდგინოთ ჩვენი კანდიდატები, წარმატებული ახალი სახეები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ რა ცვლილება შეიძლება მოხდეს მათ ქუჩაზე, უბანში, ეკონომიკაში, შემოსავლებში, ამისათვის ახალი სისხლია საჭირო. საჭიროა ადამიანები, რომლებიც მოდიან თავისი ცოდნით, პროფესიონალიზმით და რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით, საკუთარი კუთხისა და სამშობლოს მიმართ.

მე მინდა ამ არაჩვეულებრივ გუნდს ვუსურვო საკმაოდ სერიოზული მობილიზაცია და წარმატება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალციხეში სერიოზულ შედეგს დავდებთ. შედეგს დავდებთ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის, სუფთა საქმის კეთებასა და იმ არასწორ პოლიტიკას შორის, რომელიც დღეს მიმდინარეობს სრულიად საქართველოში. ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

წინა სტატიაშისოფიაში 7 წლის ალექსანდრე ქათამაძე ბულგარელ ძმაკაცებთან ქომაგობდა საქართველოს და საჩუქარიც დაიმსახურა
შემდეგი სტატიაინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსისთვის” ეს არჩევნები უკვე მიმდინარეობს აშკარა დისკრიმინაციის ქვეშ!