მამუკა ხაზარაძე – ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 23, 2020 14:53

მამუკა ხაზარაძე – ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ

ზესტაფონში ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.
როგორც „ლელოს“ ლიდერი აღნიშნავს, კვლევის შედეგები მისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. ყველასთვის ნათელია, რომ ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო ემსახურება „ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩაიდო ჯიბეში. არამარტო სასამართლოსა და პროკურატურის, არამედ მსხვილი ბიზნესის დაქვემდებარებასაც ცდილობს.
ჩვენი ამოცანაა, ეს ქვეყანა მათგან გავათავისუფლოთ. დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ მაფიოზური კლანებია ჩამოყალიბებული ზესტაფონში, ქალაქში ყველაფერი მიტაცებულია. ამას არ ჰქვია ბიზნესი – ეს არის ადამიანების ექსპლუატაცია, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი მაფიოზური კლანის წევრები უდგანან სათავეში. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით და დავასრულებთ,“-განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, საქარველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალი და ადამიანზე ორიენტირებული იქნება.
„დღეს რაც ამ ქალაქში ხდება, ის, რომ სოფლები ქრება ზესტაფონის გარშემო, მიუღებელია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რამდენიმე მაფიოზური გვარის წარმომადგენელი გამდიდრდეს, რაც მახინჯი სქემა და ქვეყნის მიტაცებაა, რომელსაც ოქტომბერში დავასრულებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული ადამიანების იმ 47 პროცენტიდან, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლოში კლანი არსებობს, 88 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 23, 2020 14:53