მამუკა ხაზარაძე ზემო მთიან აჭარაში სოფელ ვერნების მცხოვრებლებს შეხვდა

ასეთ სოფლებში შრომობენ , აგრძელებენ მამაპაპისეულ საქმეს.
პარტია ლელოს ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგოლობრივებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერობის კანდიდატები წარუდგინა. მათი ოფიციალური წარდგენა, ბათუმში ხვალ იგეგმება.
სოფელ ვერნებში, მამუკა ხაზარაძემ ადგობრივებთან ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში აწუხებთ.
“სამწუხაროდ, ქვეყნის არასწორი მმართველობის გამო, ბოლო წლების განმვალობაში ახალგაზრდები გადიან სოფლებიდან, ქვეყნიდან და სხვაგან, მეზობელ ქვეყანაში ისეთ საქმეზე მუშაობენ რაზეც აქ, ასეთ სოფლებშიც შეუძლიათ სწორი მმართბელობის შემთხვევაში იმუშაონ. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს – ამიტომ უნდა დავასრულოთ ოცნება და საქმე, საქმე ვაკეთოთ, ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვოს.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
სოფელ ვერნების მოსახლეობის თქმით, სოფელში შერჩევᲘთობის პრინციპით ხდება ხალხის დახმარება. ადამიანი ვისაც ირჩევენ დეპუტატად კი, მიდის და 4 წელი ხალხს აღარ აქცევს ყურადღებას.
სოფელი მეწყერ საშიშ ზონძია, გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გასახლებას ექვემდებარება, მაგრამ ხელისუფლების განცხადებით ამისათვის არ არსებობს ბიუჯეტი.
“არასწორად მოწყობილია და დაგეგმილია დღეს ეს ქვეყანა. ეს ყველაფერი უნდა დამთავრსეს. ჩვენ ვნახეთ რა მდგომარეობაშია ქვეყანა, სამუშაოების თვალსაზრისით, ეკონომიკისა და ინფლაციის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველგან სადაც ხმა მიგვიწვდება. ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება სოფლებში, სადაც არ აქვთ სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი.
“დღეს როგორც არასდროს, ხმის ამოღებაა საჭირო. ყველას უნდა უთხრათ, რომ შიშის დაძლევის დროა! ქართველ ხალხს ომის არ შეგვშინებია არასდროს და თუ შეგვეშინდება ვიქნებით ჭაობში.
ჩვენი ამოცანააა დავასრულოთ 30 წლიანი ერთპარტიული მმართველობა. ქვეყანას არ ექნება პროგრესი თუ არ იქნება კოალიციური მმართველობა.
სოფლის სასიკეთოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კოალიციამ.
როგორ შევცვალᲝთ ეს ყველაფერი? ამის შეცვლის ერთადერთი საშუალებაა ოქტომბრის არჩევნებია. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს გვექნება სრულად პროპორცოილი არჩევნები. ეს იქნება შანსი, რომ ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე.
მე სადაც ჩავდივარ ყველას ვეუბნები, მიეცით ხმა “ლელოს”, ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. მთავარია ეს ამოცანა გადავწყვიტოთ. მთავარია ჩვენ ეს რეფერენდუმი ჩავაბაროთ ღირსეულად და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები.
ჩათვალეთ, რომ “ლელოს” საპარლამენტო ტრიბუნა არის თქვენი. ჩვენ სულ ვამბობთ რა არის პრობლემა? ხალხის ხმა არ ისმის.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტი ძალადობს, ბერი ძალადობს, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე
შემდეგი სტატიასუს-ი საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება