მამუკა ხაზარაძე: ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია!

“ოცნების ექსპერტები” დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ – არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას. ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის, რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!

კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო 🙏

სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან”,-წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ოთხი მათგანი დღეს იპოვეს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მობილური შტაბი მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიმაშველები დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაშოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო