მამუკა ხაზარაძე შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაკავებას – ამ სიტუაციაში არაფერს გამოვრიცხავ

ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ, – ასე პასუხობს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რამდენად გამორიცხავს, რომ დააკავონ, რის შესახებ გარკვეული ინფორმაციები ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდება.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აპელირება როგორც მასზე, ისე პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.

„არ არის ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა?! ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?!“, – აღნიშნავს ხაზარაძე.

მისივე შეფასებით, უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.

„დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო“, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, “თიბისის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტის პროექტში ჩადებული სახელმწიფოს თანხა ამ ეტაპზე არის ნული
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, ფოთის პორტი ვერ შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც ანაკლიას აკისრია