მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს…ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია…

მამუკა ხაზარაძის თი ბი სი-დან წასვლას “ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება:

“მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბანკიდან გააგდეს. ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა- ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუვნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს.
ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია” წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშილადო აფხაზავა : ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო უმრავლესობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე – ვოლსკი ბესელიასა და მისი მხარდამჭერების გუნდიდან შესაძლო წასვლაზე საუბრობს