მამუკა ხაზარაძე: რეგიონში რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდამ ძალთა ბალანსი დაარღვია

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2020 21:16

მამუკა ხაზარაძე: რეგიონში რუსი სამხედროების რიცხვის გაზრდამ ძალთა ბალანსი დაარღვია

“ლელო” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნა, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი დაირღვა.

მამუკა ხაზარაძის თმით, ამ ნაბიჯით ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და სტაბილურობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.

“რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში. ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა. მეორე მიზანი კი, უდავოდ, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს ვერ მიტაცების ამოცანაა. ჩემი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო, ჩვენთვის — სასიცოცხლოდ აუცილებელი,”- აცხადებს ხაზარაძე.

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2020 21:16