მამუკა ხაზარაძე : პროკურატურას ვთხოვდით, საქმე კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან ორ სახელმწიფო ბანკთან ხელს ვაწერდით, ამის მიუხედავად უწყება განცხადებას ფულის გათეთრების საქმეზე აკეთებს​

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 80 მილიონი, თავის 17 მილიონიანად ბანკის კაპიტალში ჩაირიცხა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტრანზაქციაზე ყველა ინფორმაცია პროკურატურას 2018 წლის ოქტომბერში მიაწოდეს.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურას თხოვდა, საქმე კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან ორ სახელმწიფო ბანკთან ხელს აწერდნენ ხელშეკრულებას, თუმცა, როგორც ხაზარაძე ამბობს, პროკურატურა მალევე გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ საქმეზე გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით მიმდინარეობს.

„ამის შემდგომ მიბარებენ პროკურატურაში, ბუნებრივია, ვიყენებ კანონით მონიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა და იქ ვამბობ ბოლოში რამდენიმე ფრაზას – ალბათ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, ანაკლიის პროექტზე, ღია ვართ გამოძიებისთვის, მზად ვართ, რომ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ კიდე არის რაიმე საჭირო, მაგრამ გთხოვთ, რომ ეს საკითხი იყოს კონფიდენციალური, რადგან 19 იანვარს ხელს ვაწერთ ორ სახელმწიფო ბანკთან, ჰოლანდიისა და გერმანიის ბანკებთან. უბრალოდ, ემოციურად ვუთხარი, რომ თბილისი მაინც პატარაა ქალაქია, ჭორის დონეზეც რომ იყოს, რომ თქვენ რაღაც ფულის გათეთრების თემასთან დაკავშირებით საქმე გაქვთ, ეს შეუშლის ხელს ჩვენს უზარმაზარ პროექტსთქო.

ამის შემდეგ 31 დეკემბერს იბარებენ ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურაში ანალოგიური კითხვებით. მოსამართლემაც დაგვიდასტურა, რომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კონფიდენციალურია, ჩვენ უბრლაოდ ვარკვევთ სიტუაციას და 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესისა და ტელევიზიის წინაშე, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით.

ალბათ, არ დამჭირდება ახსნა, რადგან არც გამოძიება სჭირდება და არც პირველი კურსის სტუდენტი იურიდიული ფაკულტეტის, რომ ამოიღოთ კანონმდებლობა და ნახოთ, რას ნიშნავს ფულის გათეთრება. ფულის გათეთრება არის, როდესაც შავი ფული შედის სისტემაში. ფულის გათეთრებას სწავლობს ეროვნული ბანკის სპეციალური დეპარტამენტი. 30 ათასი ლარის ზემოთ ნებისმიერი ტრანზაქცია ავტომატურ რეჟიმში იგზავნება საბანკო სივრციდან. მე არ მახსოვს საერთოდ ყველაზე მყარი და გამჭვირვალე საბანკო სექტორი, რომელიც შევქმენით საქართველოში და ეს იყო მართლაც სიამაყე, დღეს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით რაღაც მიდის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : 2018 წლის ივნისიდან „თიბისი ბანკში“ ოთხი უწყება შემოდის, რასაც საეჭვოდ ემთხვევა ბანკზე კიბერშეტევა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე : მე და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნული ბანკი პრაქტიკულად გვაშანტაჟებდა