მამუკა ხაზარაძე: პომპეოს ვიზიტის მთავარი თემა იქნება არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს “ლელო” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, პომპეოს მოულოდნელი ვიზიტი ქვეყნის მნიშვნელოვანია. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი კი ხაზარაძის თქმით, რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

ხაზარაძემ იმაზეც ისაუბრა, თუ რა მიზეზით არ დაგეგმილა ოპოზიციურ პარტიებსა და პომპეოს შორის ვიზიტი .

“საარჩევნო თემა იქნება ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, შეხვდება თუ არა ოპოზიციას ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ, თუმცა ეს თემა იქნება მაღალ დონეზე განხილული. ისევე როგორც საქართველოს ფუნქციაზე მომავალში, იმიტომ რომ ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ამ ქვეყანას ფუნქცია დაეკარგა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ოცნების ხელისუფლების ისეთ ქმედებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას რაღაც ფუნქცია მისცა რეგიონში. პირიქით, წლიდან წლამდე რეგიონში გავლენას ვკარგავთ და თუ ამერიკელი მეგობრები არ დაგვეხმარებიან და საქართველოში ნამდვილი დემოკრატია არ გაიმარჯვებს, ჩვენ გავხდებით ისეთი ჩიხი, საერთოდ არავის აღარ დააინტერესებს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ვთვლი რომ მისი ვიზიტია ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული,”- აღნიშნა ხაზარაძემ და იქვე განმარტა, რომ “ქართულ ოცნებას” და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ექნება მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი გასაცემი – როდესაც სახელმწიფო მდივანმა იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს კონკრეტულ პროექტზე მიუთითა, მას შემდეგ გაძლიერდა ჩვენზე თავდასხმა და ანაკლიის ტორპედირება. ივანიშვილმა განახორციელა რუსული პროექტი და ქვეყანას დაუკარგა განვითარების შანსი,” – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, ვინც საკუთარი ხმის დაბრუნებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა