მამუკა ხაზარაძე – პირობას გაძლევთ, შოუ სრული კრახით დამთავრდება

პირობას გაძლევთ, შოუ სრული კრახით დამთავრდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მის წინააღმდეგ ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს წარმოდგენილი აქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც რაიმე დანაშაულებრივ ტრანზაქციას გამორიცხავს.

„ესენი არიან დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან არა სამართლიანობას, არამედ ბიძინა ივანიშვილს. ეს ყველაფერი დამთავრდება. თითიდან გამოწოვილი ბრალდებები და ეს აბსურდი დამთავრდება. პროკურატურა ჩიხშია, რადგან დოკუმენტალურად ყველა გადარიცხვა, ყველა ბენეფიციარი, ყველა ტრანზაქცია წარმოდგენილია. ვნახოთ, რას მოითხოვს პროკურატურა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიდაატოვებინებენ თუ არა ანა დოლიძეს იუსტციის უმაღლეს საბჭოს – დიმიტრი გვრიტიშვილი პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე: “ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს.“