მამუკა ხაზარაძე : პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მოძრაობა „ლელოს“ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე-ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა სერბეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრები გამართა
შემდეგი სტატიახაზარაძე-არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი, უწმინდესს რომ არ დაელოცოს