მამუკა ხაზარაძე – ნიკა მელიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს

მინდა, ნიკა მელიას წარმატება ვუსურვო, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის რუსულ პოლიტიკას, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, კარგი ურთიერთობა მაქვს ნიკასთან და ჯერ კონკრეტული გეგმები არ გაგვაჩნია, მაგრამ მე მას განვიხილავ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რადგან ჩვენ ჩვენი გზები გვაქვს, ის თავის პარტიას შექმნის, როგორც გამოაცხადა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ლელო“ აგრძელებს საკუთარი პარტიის განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, პარტიებმა, ლიდერებმა, შეხების წერტილი ნახონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით. ეს არის რუსული ხელისუფლების ჩამოშორება, ქართული ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა, ემიგრანტების დაბრუნება, კონფლიქტური ზონების დემილიტარიზაცია და ქვეყნის გაერთიანება. საბოლოო მიზანი ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ვარ პოლიტიკაში, ეს არის ჩემი საბოლოო მიზანი. ნიკა მელია და ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვინც ამ იდეას იზიარებს და იბრძვის ამისთვის, ჩვენი კარები და დიალოგი არის რეალური მასთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბერაია: „ყველა უკანონობაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება“
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ