მამუკა ხაზარაძე: მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ორი თავი ერთი სხეულის

“ლელოს საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი პარტია არის ნამდვილი ოპოზიციური ძალა. მისი თქმით, არჩევნებზე ხელისუფლების ნამდვილი მოწინააღმდეგე “ლელო” იქნება.

განვმეორდები, არაფერი სენსაციური არ თქმულა, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ორი თავი ერთი სხეულის და ეს გაკეთებულ საქმეებზე, გადაბარებულ მოსამართლეებზე და მართვის მეთოდებზე ძალიან კარგად ჩანს, ამიტომ, ჩვენ სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, სადაც ვიყავით, ეს არის დამოუკიდებელი ძალა, დამოუკიდებელი პარტია და შესაბამისად, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ შეაფასა ბოლოდროინდელი პოლიტიკური კვლევები და აღნიშნა, რომ “გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან” უმეტესობა მხარს “ლელოს” დაუჭერს. მისი აზრით, პარტია არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს.

banner
წინა სტატიაშიტელეფონიდან ჩემ პირად ინფორმაციას ითვისებენ, ეს უკანონობაა – მიხეილ რამიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი