მამუკა ხაზარაძე – მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია – რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მადლობა პრეზიდენტს, ლაზარე შეწყალებულია. რუსული პოლიტიკის ადგილი საქართველოში არ იქნება! ბრძოლა გრძელდება! წინ ევროკავშირია“, – წერს ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიიტალიელი მოდის დიზაინერი რობერტო კავალი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანიკა მელია – მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის