მამუკა ხაზარაძე “ლელოს” კიდევ 12 ლიდერს წარადგენს

დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ახალი წევრები დასახელდებიან. მამუკა ხაზარაძე “ლელოს” კიდევ ახალ 12 ლიდერს დღეს, დღის 12 საათზე წარადგენს. ღონისძიება ლისის ტბაზე, “მწვანე ქალაქის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ 12 ახალი წევრის წარდგენასთან ერთად, მამუკა ხაზარაძე ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.

banner
წინა სტატიაშიშალვა თადუმაძე : თუ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ
შემდეგი სტატიაშეიძლება, ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ – თადუმაძე