მამუკა ხაზარაძე – „ლელო“ შეუერთდება, როგორც 16 ივნისს, ასევე 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ 16 ივნისის აქციაზე იქნება.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.

„დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა. ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად. „ლელო“ იქნება 16 აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე, საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა“, – წერს ხაზარაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშიიქიდან, რაზეც უკრაინა აცხადებდა, რომ გვჭირდებოდა, დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10% – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიაპოზიცია თუ არ გაქვს, ვერავის მოეწონები… ყველგან ყოფნა არსად ყოფნაა – ნიკა მელია