მამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე ხუთწლიან მორატორიუმს ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 26, 2017 23:44

მამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე ხუთწლიან მორატორიუმს ითხოვს

TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს.ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე კანონმდებლებს თხოვს, რომ არამარტო ბორჯომში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხის ჭრაზე ხუთწლიანი მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ბორჯომის ხანძარმა დიდი ზიანი მოგვაყენა თითოელ ჩვენთაგანს. განადგურდა უზარმაზარი, უნიკალური ტყის მასივი. იმის გათვალისწინებით, რომ ტყეს და ზოგადად ხეს საქართველოს სხვა ადგილებში და განსაკუთრებით დედაქალაქში არ ვწყალობთ, ვფიქრობ დადგა დრო კანონმდებლებმა გამოაცხადონ მინიმუმ 5 წლიანი მორატორიუმი ხის ჭრაზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“ – წერს ბიზნესმენი.

ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი თიბისი ჯგუფისა და კომპანია ბორჯომის მიერ აღდგება. ამ ინიციატივის შესახებ ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 26, 2017 23:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics