მამუკა ხაზარაძე – კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი

„კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან რუსთაველის ეროვნულ თეატრთან განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ, მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრა.

“ერთი სიტყვით, რომ ვთქვა, კახი კავსაძე იყო ნაღდი ქართველი ადამიანი, რომელიც სრულად გამოხატავდა იმ განწყობას, სიყვარულს თავისი ქვეყნის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ენის, მუსიკის მომართ. ნამდვილად დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი შესრულებული როლები, დიდი თუ პატარა, მისი ნებისმერი გაელვება სცენაზე, თუ ეკარნზე იყო მაგალითი”,- აცხადებს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი ისრაელში მომხდარი ტრაგედიის გამო, ისრაელის პრეზიდენტს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაკახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა