მამუკა ხაზარაძე: ისტორიული მარცხი, რომლის შედეგამდეც მიგვიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების მთავრობამ

ისტორიული მარცხი, რომლის შედეგამდეც მიგვიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების მთავრობამ – ასე აფასებს “ლელოდ” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

“დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის განცხადება, რომელიც ძალიან მძიმე მოსასმენია, საქართველო აღმოჩნდა აუთსაიდერებში უკრაინასა და მოლდოვასგან განსხვავებით, როცა საქართველოს ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, რომ ვყოფილიყავით ლიდერი ამ მარათონში. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უნდა გამობრძანდეს და ღიად ქართველ ხალხს უნდა უთხრას, რატომ მიიყვანა ქვეყანა მისმა მთავრობამ ამ მდგომარეობამდე. ” განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, დაელოდებიან 24 რიცხვს, როდესაც ევროპულმა საბჭომ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. როგორც ის ამბობს 24-მდე არის დრო გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რაც სიტუაციას გამოასწორებს. ეს ქმედითი ნაბიჯებია – შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება, საკონსტიტუციო ცვლილებები, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა – თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, ქართული ოცნება და მისი მთავრობა უნდა გაეშუროს სახლში, ქართველი ერი უნდა მოემზადოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებისთვის – ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება
შემდეგი სტატიაბევრი არაფერი, თუმცა თეორიულად რჩება შანსი 24 ივნისს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ – თინა ხიდაშელი ევროკომისიის რეკომენდაციაზე