მამუკა ხაზარაძე: ის რაც ხდება “ქართული ოცნების” პოლიტიკით ეს გზა არის არსად მიმავალი

“12 დღეში გვაქვს შანსი, სამუდამოდ დავამთავროთ “ქართული ოცნება” – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბათუმში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა საქართველო ქართველების გარეშეა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ყველაფერი ეს უახლოეს დღეებში დასრულდება.

ერთად უნდა გავეშუროთ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც საქართველოს ადგილია, ეს არის დასავლეთი, ეს არის ევროპა – იქ, სადაც ჩვენს ყველა მაგარ თვისებას, ჩვენს ენას, მამულს სარწმუნოებას და ყველაფერ იმას, რასაც ჩვენმა წინაპრებმა დღევანდელ დღემდე მოიტანეს, გავიტანთ, ვიამაყებთ და,რაც ყველაზე მთავარია, გავხდებით ამ ძალიან დიდი ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.

ჩემთვის ბათუმი არის განსაკუთრებული ქალაქი. ბებიაჩემი ანა და ბაბუაჩემ პავლე, ზედმეტსახელად “ჟაკო”, აქ შეხვდნენ ერთმანეთს და რომ არა მათი შეხვედრა მე აქ არ ვიქნებოდი და ჩათვალეთ, რომ ნახევრად ბათუმელი ვარ. ჩემს დასთან ერთად რომ ჩამოვდიოდი ზაფხულობით ბათუმში განცდა მქონდა, რომ სახლში მოვდიოდი, ეს განსაკუთრბეული სითბო აქვს ამ ქალაქს, განსაკუთრებული ხალხია და განსაკუთრებული სითბოს მატარებელი ქალაქი. გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან, წლების განმავლობაში ეს გრძნობა ნელ-ნელა იკარგება იმიტომ, რომ ბათუმი, ისევე როგორც აჭარა, იცლება ჩვენი მოქალაქეებისაგან, გადიან ქვეყნის გარეთ ჩვენი ახალგაზრდები, სამუშაოს ეძებენ ქვეყნის გარეთ, მგონი ძალიან კარგად ვიცით სად მიდიან, რომ თავიანთი ოჯახისთვის თანხები იშოვონ. მონაცემი მინდა გითხრათ, 117 000 ახალგაზრდა, 30 წლამდე ახალგაზრდამ დატოვა ჩვენი ქვეყანა.

ეს არის 70%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რატომ ხდება ეს? რატომ არის ფასები მაღალი? რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ არის ის, რომ პენსიონერს ის პენსია არ აქვს, რომლითაც ის არჩევანს არ გააკეთებ წამალსა და საკვებს შორის. რატომ ხდება ეს? ეს თქვენი ბრალი არ არის. ეს არის იმ 12-წლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ამ ქვეყანას ასეთი ამბავი მოუტანა. ჩვენ ვართ ქვეყანა დღეს, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე კლებაში ვართ. სწორედ ეს არის ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც სულ გვიმეორებდნენ, საქართველო ქართველების გარეშე . ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, 12 დღეში თითოეულმა თქვენგანმა და ყველამ, ვინც გვისმენს სრული მობილიზაცია გავაკეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ დაჭაობებულ პოლიტიკას ვუთხრათ უარი, დავამთავროთ “ქართული ოცნების” პოლიტიკა საქართველოში.

ის რაც ხდება “ქართული ოცნების” პოლიტიკით ეს გზა არის არსად მიმავალი. რა გააკეთეს მათ ბოლო წლების განმავლობაში? ყველა გზა, ყველაფერი ჩაკეტეს, რომ ჩვენი ევროპული გზა იყის ჩახერგილი. “რუსული კანონის” დროს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ გახსოვთ ხომ? ხელკეტებით გადაუარეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენი სუვერენიტეტის და თავისუფლების დასაცავად. ამიტომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა! მშვიდობიანი, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა, სადაც ჩვენ, განსაკუთრებით, აჭარამ უნდა უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.

მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ . არჩევნებამდე შევქმენით კოალიცია ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილის პარრიის, “თავისუფლების მოედნის” და “ლელოს”ბაზაზე. ამ გაერთიანებს შემოუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველშვილი. გეგმა, რომელიც შევქმენით და რომელსაც ჰქვია ” ილიას გზა” და რომლითაც უნდა იაროს ქართველმა ერმა, ყველაფერია გაწერილი, რომ 27-დან ჩვენ დავიწყოთ რეალური რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩვენი ქვეყნის, ძლიერი საქართველოსი, ამაში შედის, სამუშაო ადგილები 1000-ლარიანი პენსია, განათლების რეფორმა და შანსი იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა რომლებიც წასულები არიან, ჩვენი ემიგრანტები, მათ იგრძნონ, რომ დაიწყო საქართველოში დიდი მშენებლობა. ერთად, ყველამ ერთად ავაშენოთ ძალიან ძლიერი ქვეყანა და ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად”, – ამბობს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაში“ოცნებას” სურს, საქართველო რუსეთის ვასალად, ხოლო ბათუმი “რუსული ოცნების” ქალაქად გადააქციოს – ცუცქირიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე- მთელი საქართველო ერთიანია, “ოცნება” მარცხდება – ჩვენი მთავარი მიზანია ყველა ერთად დავდგეთ