მამუკა ხაზარაძე – გვინდა, რომ ანაკლიის განაშენიანებაში საზოგადოებაც ჩაერთოს

TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს.

ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს. აღნიშნული კომპანია დღევანდელ შეხვედრაზე “ანკლია სითიმ“ წარადგინა.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელების კვლევა და გენერალური გეგმა.

ღონისძიება “ანაკლია სითის ” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გახსნა.

“უახლოეს რამდენიმე თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ განსახილველად პირველ კონცეფციას. ჩვენ გვინდა, რომ ანაკლიის ქალაქის განაშენიანებაში იყოს ჩართული ფართო საზოგადოება. ჩვენი მიმართულებაა, რომ იყოს მწვანე ქალაქი გამორჩეული ადგილმდებარეობით, რომელიც საქართველს აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი საშუალებები გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯანყი „ქართულ ოცნებაში“ – მარტვილის მერი დეპუტატს უპირისპირდება