16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

მამუკა ხაზარაძე: გმირების თავდადება გვახსენებს, რომ უნდა დავიცვათ ქვეყნის ღირსება და ევროპული მომავალი

საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას! – ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თავდადება გვახსენებს, რომ თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც, რომ დავიცვათ ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი.

„დიდება გმირებს! საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნა მარადიულია. მათი თავდადება გვახსენებს, რომ თავისუფლება მონაპოვარიც არის და პასუხისმგებლობაც – დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი. საქართველო არასდროს შეეგუება ოკუპაციას და არასდროს დათმობს თავისუფლებას! დიდება საქართველოს! „-წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: რუსეთის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იქნება, თუ ისტორიულ მეხსიერებას ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღად ვაქცევთ
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა