ყველგან ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ კოშმარიდან, რომელსაც “ქართული ოცნების“ კოშმარი ჰქვია“ – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, “სრულ იზოლაციაში მიჰყავს ივანიშვილს ეს ქვეყანა და ვერ გავატანთ.“
გასაგებად უნდა მივამართო “ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს, მეგობრებო, სრულ იზოლაციაში მიჰყავს ივანიშვილს ეს ქვეყანა და ვერ გავატანთ. მიუნხენის კონფერენცია, დავოსი, ეს მინიშნებაა, რომ არანაირი ინვესტიცია და უსაფრთხოების შესახებ საუბრები საქართველოსთან ამ ხალხს არ ექნება. ნახეთ ,რა ხდება რეგიონში? სომხეთმა მოაწერა ხელი სტრატეგიულ პარტნირობას, ივანიშვილის რუსულმა “ოცნებამ“ კი გაწყვიტა პარტნიორობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩადებული აქვს 6,6 მილიარდი დოლარი და ჩვენი გადარჩენა სწორედ მათ ხარჯზე მოხდა. ეს ერთი ხელის მოსმით უნდა გადაბაროს რუსეთს და ჩატოვოს იმ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
ახლა სწორედ ახალი ეროვნული მოძრაობა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ბოლომდე მივიყვანთ, არ დავუთმობთ არცერთი ნაბიჯით. ყველგან ვიბრძოლებთ, რომ ჩვენი ქევყანა ერთხელ და სამუდამოდ გამოვიყვანოთ ამ კოშმარიდან, რომელსაც “ქართული ოცნების“ კოშმარი ჰქვია“, – განაცხადა ხაზარაძემ.