ეს არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების საგანგებო შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ.
„დღეს, 19:00 საათზე ველოდები იმ ადამიანებს, ვისაც ამ სპეცოპერაციით წაართვეს ყველაზე მთავარი და ღირებული, საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის, თითოეული ამომრჩევლის ხმას. ეს ასე არ დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას. ეს არ იყო მარტო ტექნიკური საკითხები. მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც ამ აქციებს აკვირდებოდა. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ ეს არჩევნები არ დაადასტურა, ველოდებით სხვა ქვეყნებს. ეს არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ“,-განაცხადა ხაზარაძემ.