მამუკა ხაზარაძე: ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა

სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა. უნდა მოხდეს ყველა იმ ინდუსტრიების აღრიცხვა, რომელიც მიიღებს პირველ ეკონომიკურ დარტყმას და, შესაბამისად, უნდა მოხდეს საკმაოდ სერიოზული რეფინანსირების და შეღავათების პაკეტის დადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მდგომარეობაში სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ჩართულობით საჭიროა შეიქმნას ერთ მილიარდიანი სტაბილურობის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას. ბუნებრივია, ყველა გამოწვევას აქვს დასასრული და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ნაკლები ზარალით და პრობლემებით გადავაგოროთ ეს გამოწვევა. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა და ისეთი ინდუსტრიებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ემუქრება საგადასახადო სიმძიმე, მოხდეს საგადასახადო შეღავათების შემოტანა. იმედია, მთავრობა ფიქრობს ამაზე და ველოდებით მათ ნაბიჯებს. დღეს ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ არ ჩამოიშალოს ეკონომიკა და არ დაზარალდეს სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრია-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ე.წ. პოლიტპატიმრებზე საუბარი იყო ამ შეხვედრებზე, გვარებზეც იყო საუბარი, მექანიზმებზეც იყო იდეები
შემდეგი სტატიახობის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალ ხიბულაში რამდენიმე ჰექტარზე წიწვოვანი ხეებსა და ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა