მამუკა ხაზარაძე: ძალადობა, რომელსაც ჩვე მარნეულში ვხედავთ დაუშვებელია!

ძალადობა, რომელსაც ჩვე მარნეულში ვხედავთ დაუშვებელია! განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმა ჟურნალისტებზე. მარნეულში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მართოს სიტუაცია ქვეყანაში და უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. მმართველი პარტია თავად გვევლინება ძალადობის წამქეზებლად და ძალადობაში მონაწილე პირების დამცველად. ხელისუფლება ვერ, თუ არ ახორციელებს წესრიგის დაცვას და სიტუაციის მართვას. ნაცვლად დაძაბულობის განმუხტვისა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დაპირისპირების და დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება. კატეგორიულად მოვუწოდებთ სამართალდამცველებს – სასწრაფოდ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და უმკაცრესად დასაჯონ ყველა პირი, ვინც მონაწილეობდა მარნეულში მიმდინარე დანაშაულებრივ პროცესებში-წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეს არის ბანდიტური სახელმწიფო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი დავით გარეჯის საქმეზე დაწყებულ ახალ გამოძიებაზე