მამუკა ხაზარაძე – დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვედრა კობახიძის გაფუჭებლი საქმის გამოსასწორებლად შედგა

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს, 15 მარტს კრისიტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვედრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაფუჭებლი საქმის გამოსასწორებლად შედგა.

“დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ბატონი კობახიძის გაფუშებული საქმე გამოსწორდეს, იმიტომ, რომ გუშინ რაც განცხადება გაკეთდა ეს იყო არანორმალური, არ შეიძლება ესე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება, მითუმეტეს, როცა ამხელა დონის მედიატორები არიან ჩარეულები”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიდგომა საშიში ტენდენცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები დასრულებულია და ის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, დანიელსონმა განაცხადა, რომ ის ვიზიტს ახანგრძლივებს.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ნიკა გვარამიას ვერ ექნება ცენზორის უფლება ჩემს კვლევებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაბოკერია – გვსურს, მოლაპარაკებები დასრულდეს ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს