მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აპირებენ ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნის გაჟღერებას

მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს – “ძლიერ საქართველოში” თვლიან, რომ “ოცნების” პრეზიდენტის განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით “აბსოლუტურად აბსურდულია” და ეს ივანიშვილის გუნდშიც კარგად იციან.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ “ლელოს” დაპატიმრებული ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აპირებენ ყაველაშვილისთვის შეწყალების მოთხოვნის გაჟღერებას.

შეწყალების თაობაზე მიმართვა, მემგონი თავადაც იციან, რომ აბსოლუტურად აბსურდულია ეს განაცხადი. ჩვენ არ გვქონია კონსულტაცია მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ აპირებენ არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის შეწყალების თაობაზე მოთხოვნის გაჟღერებას. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია სწორად ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. თუ რამის ეშინია დღეს დისკრედიტირებულ ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულ პოლიტიკურ ძალას, ეს არის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის და მე იმედი მაქვს, რომ გადახედავს ბევრი საკუთარ გადაწყვეტილებას- რა არის დღეს ბიძნა ივანიშვილის ინტერესებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შეიწყალებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ურჩევს მათ, ვინც მიიჩნევს, რომ „პუტინი მშვიდობისკენ ისწრაფვის“, უკრაინის ბოლო დაბომბვის შედეგებს გადახედონ
შემდეგი სტატიაფიშერი: ასეთი კანონმდებლობით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება