მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი, მე და ბადრის ეს წინა ცხოვრებაში გვაქვს გაკეთებული

ჩვენ რეალურად შეგვიძლია, აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი ამ ქვეყანაში და ძალიან სწრაფად დავამთავროთ ისეთი პროექტები, როგორებიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, შევქმნათ ქვეყნის მასშტაბით აიტი ცენტრები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მას აქვს გამოცდილება, როგორ შექმნას ქვეყანაში სამუშაო ადგილები.

„ჩვენ ევროსტანდარტების შესაბამისად შეგვიძლია, განვახორციელოთ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, როგორებიც არის ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი, თელავის, აჭარის და უამრავი სხვა რამ. მე და ბადრის გაკეთებული გვაქვს ეს წინა ცხოვრებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ათიათასობით სამუშაო ადგილი გვაქვს შექმნილი და ასეულობით კომპანია, როცა ვიყავით კერძო ბიზნესში. ჩვენ ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას