მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, ვინც საკუთარი ხმის დაბრუნებას ითხოვს

“პრინციპის საკითხია, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ აქციაზე. “ლელო” არ შექმნილა იმისთვის, რომ პარლამენტში სკამები დავიკავოთ, ჩვენ გვინდა, თავისუფლება მოიპოვოს ქართველმა ხალხმა და სამართლიანობის შეგრძნება დაუბრუნდეს,”- ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის – როგორც პარტიების, ასევე ხალხის, ურყევი პოზიცია არის მისაბაძი.

მისივე განცხადებით, “ლელო” აქციაზე სამართლიანი და წესიერი არჩევნის მოთხოვნისთვისაა გასული. ხაზარაძის განმარტებით, მისი პარტია ყველგან ხალხის გვერდით დადგება.

“ლელო” მხოლოდ მშვიდობიან და კანონიერ აქციებში მიიღებს მონაწილეობას. აქციაზე დღეს დგას ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ვიბრძვით. ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც დღეს დგას ქუჩაში და იცავს საკუთარ ხმას, ამ სიყალბეს არ შეეგუებიან, რადგან მათ თვალწინ მოხდა ყველაფერი. ბევრი გვეუბნება, რატომ ვდგავართ ამა თუ იმ პარტიის გვერდით, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და სხვა პარტიების გვერდით კი არა, იმ ხალხის და იმ ახალი თაობის გვერდით ვდგავართ, რომლებიც თავიანთი ხმების დაბრუნებას ითხოვენ. ჩვენც მათთან ერთად ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს, ეს არის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ ამ ძალის და საერთაშორისო პარტნიორების ერთობა აიძულებს ხელისუფლებას, რომ ისინი იზოლირებულად ვერ მართავენ ამ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი, ეს მუხტი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, შედეგს გამოიღებს,” – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე: საქართველოში, პოლიტიკური მოვლენიდან პოლიტიკურ მოვლენამდე დასტურდება, რომ საზოგადოება “უმწიფარია”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: პომპეოს ვიზიტის მთავარი თემა იქნება არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა