მამუკა ხაზარაძე : ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან – მივესალმები მის მზაობას, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს

გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ რიგებში.

როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ამის შესახებ ყოფილ პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონიათ.

„ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში“არ ჰყავს მეუღლე, სტუდენტი შვილი ჰყავს, გადაწყვეტილება სიდუხჭირეს უკავშირდებოდა” – რას ამბობს დედა, რომელსაც ჩვილის გაყიდვას ედავებიან
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა აბაშაში