მამუკა ხაზარაძე: ბრძოლა გაგრძელდება,ჩვენ ამას გავასაჩივრებთ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არც ის და არც ბადრი ჯაფარიძე არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათ შორის, მედიასა და იმ მეგობრებს, რომლებიც ახლა აქ არიან. ეს არის იმ სოლიდარობის დადასტურება, როდესაც სიმართლისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. პირობას გაძლევთ, რომ ასევე დავდგები ყველა ადამიანის გვერდში, თუ დავინახე, რომ უსამართლოდ სახელმწიფო დააპირებს ვინმეს დაჩაგვრას, ეს იქნება ჩემი მთავარი საკითხი მომავალ მოღვაწეობაში.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ძალიან ნათელია ის სიყალბე, რომელიც მოვისმინეთ მოსამართლის პირით. ჩვენ გვედავებოდნენ 12 წლის წინანდელი, 2008 წელს ვითომდა ფულის გათეთრების მუხლით და უცებ ეს მუხლი გაქრა და 4 წლის შემდეგ 2012 წელს თურმე თაღლითობა ჩაგვიტარებია, რომელზეც გამოძიებაც კი არ არის ჩატარებული, არ არ არის დადგენილი არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ეს არის ნონსენსი, ეს არის ის სასამართლო, რომლის დემონტაჟიც უნდა მოვახდინოთ ჩვენ და საზოგადოებამ“-აცხადებს ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაზუგდიდში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა